Twinhouse Bazaleti – უძრავი ქონების ექსკლუზიური პროექტი მოიცავს 16 ელეგანტურ სახლს (8 ტვინჰაუსი), რომლებიც განკუთვნილია როგორც საცხოვრებლად, ასევე დასასვენებლად.
ეს სახლები, რომლებიც განლაგებულია ბაზალეთის ტბის ყველაზე დიდი სანაპირო ზოლიდან სულ რაღაც 350 მეტრში, წყნარ გარემოში, გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით და გვთავაზობს განსაცვიფრებელ ხედებს მშვიდ ტბაზე და მყინვარწვერსა და სხვა მყინვარებზე. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ ბუნების სილამაზით გარშემორტყმული სიმშვიდის კუნძულის მესაკუთრე.
პროექტი 5000 მ²-ზე მეტ მიწის ნაკვეთს აქცევს 8 ექსკლუზიური ნაკვეთისგან შემდგარ მომხიბვლელ სამეზობლოდ. თითოეულზე განლაგდება ორი ელეგანტური ტყუპი სახლი, სულ 16 ლამაზი რეზიდენცია. საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ სახლის ორ განსხვავებულ სტილს: დიდს და კომპაქტურს.
საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს ზედმიწევნით დაგეგმარებულ სამანქანო გზებსა და საფეხმავლო ბილიკებს, სტადიონს, სპეციალურ სათამაშო ზონას ბავშვებისთვის და სივრცეს მეზობლების შეკრებებისთვის, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ოჯახების საცხოვრებლად.
თითოეულ საცხოვრებელ სახლს აქვს კერძო ეზო, პარკინგით ორი მანქანისთვის. სახლები მყიდველებს გადაეცემათ სრულად გარემონტებული და კეთილმოწყობილი, საცხოვრებლად მზა სახით.
სახლები გააზრებულად არის დაპროექტებული და შეიძლება მოერგოს თქვენს საჭიროებებს – ჰქონდეს, მაგალითად, ორი ან სამი საძინებელი.
თითოეული ორსართულიანი სახლი გააზრებულად არის დაპროექტებული, აქვს საკუთარი გამწვანებული ეზო, რაც მშვიდობიან ატმოსფეროს ქმნის. ეს სახლები, სამი დიდი საძინებლითა და მომხიბვლელი აივნებით, შესანიშნავ გარემოს ქმნის ოჯახებისთვის, რომ ისიამოვნონ ყოველდღიური ცხოვრებით და დაუვიწყარი დასვენებით.
ბაზალეთის ტბა, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 51 კილომეტრის დაშორებით თვალწარმტაც მთისწინეთში მდებარეობს, ბუნებრივი სილამაზისა და სიმშვიდის უნიკალური ნაზავია. ამ მშვენიერი ტბის მიდამოები ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კლიმატით: მთის კრიალა ჰაერი ერწყმის დაბლობის თბილ ჰავას და გამაგრილებელ და ჯანსაღ გარემოს ქმნის.
ბაზალეთის ტბა, როგორც ოთხსეზონიანი კურორტი, მთელი წლის განმავლობაში იზიდავს სტუმრებს და ყოველ სეზონზე სთავაზობს მათ განსაცვიფრებელ პეიზაჟებს – შემოდგომაზე კაშკაშა ფერებს, ზამთარში მშვიდ დათოვლილ მიდამოს. ზაფხულში ტბა იქცევა წყლის აქტივობებისა და დასვენების აქტიურ ცენტრად და ადგილობრივებ მცხოვრებთაც და ტურისტებსაც იზიდავს თავისი გრილი, მიმზიდველი წყლით.
ტბა თავისი სამკურნალო თვისებებითაც არის ცნობილი: მიიჩნევა, რომ მინერალებით მდიდარი წყალი და ტალახი სხვადასხვა დაავადებისას არის სასარგებლო, რაც ტბას დასვენებისა და გაახალგაზრდავებისთვის პოპულარულ ადგილად აქცევს.